ქუთაისის მერიაში არსებული გადაცდომების შესახებ, ქუთაისის საკრებულო განხილვებს იწყებს

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, 2019-2020 წლებში ქუთაისის მერიაში არსებული გადაცდომების შესახებ, ქუთაისის საკრებულო განხილვებს იწყებს, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულს საკრებულო ჯერ კომისიურ, შემდეგ კი საკრებულოს სხდომის ფორმატში განიხილავს. როგორც მან აღნიშნა, საკრებულო მზადაა რეკომენდაციების გასათვალისწინებლად.

 

,,მზად ვართ საკითხის აქტიური განხილვისთვის. განხილვები ღია იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მასში. შესაბამის მიგნებაზე, რომელშიც აუდიტის დასკვნაშია საუბარი, საქმე ეხება მერიის თანამშრომლებზე გაცემულ სოციალურ დახმარებას, მომზადდა ბრძანება, რომელიც ეხება საკრებულოს წევრებისა და მერიის თანამშრომლების მხარდაჭერას. თუ ჩვენს თანამშრომელს აქვს მთელი რიგი პრობლემები, ამ პრობლემის გადასალახად მან სხვა საშუალებები არ უნდა ეძიოს, როცა ჩვენც გვაქვს რესურსი დავეხმაროთ,’’- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ირაკლი შენგელიამ.

 

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ასევე მუშაობენ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, რაც ასევე ასახული იყო აუდიტის სამსახურის დასკვნაში. ირაკლი შენგელიამ დღეს საკრებულოს სხდომაზე დააყენა საკითხი ავტოპარკის გასხვისების შესახებ, რაც მისი თქმით, ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებს.

 

ირაკლი შენგელიამ საწვავის ხარჯის შემცირებაზეც ისაუბრა. მისივე თქმით, საწვავის ხარჯი შესაბამისი ბრძანებით განისაზღვრება და დეპუტატებს, თანამდებობის პირებს ლიმიტირებული საწვავი აქვთ.

 

"აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ამ კუთხით იყო გადაცდომები. დავიწყებთ აღნიშნულზე მსჯელობას, რომ დაიხვეწოს მიდგომები. ჯერ კიდევ აუდიტის სამსახურის დასკვნამდე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საწვავის ხარჯვის ეფექტიანობას შეისწავლის,’’-აღნიშნავს ირაკლი შენგელია.

 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. დასკვნის მიხედვით, ფინანსური რესურსების, სოციალური პროგრამების, მუნიციპალური ტრანსპორტის და სხვა მიმართულებების მართვის კუთხით გამოვლინდა ხარვეზები.

წაკითხვა 291 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 27 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.