26 მაისის აღსანიშნავად, იმერეთში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიება გაიმართება

26 მაისის აღსანიშნავად, იმერეთში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება:

ქუთაისი


12:00-19:00 საათი - საბავშვო ატრაქციონები (ცენტრალური ბულვარი)
12:00-19:00 საათი - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა (ცენტრალური მოედანი)
12:00-19:00 საათი - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა (ცენტრალური მოედანი)
12:00-18:00 საათი - სამხედრო ტექნიკის დათვალიერება (ცენტრალური მოედანი)
12:00-19:00 საათი - ყვავილების გამოფენა-გაყიდვა (ცენტრალური ბულვარი)
12:00-19:00 საათი - პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოდელირება-სწავლება (ცენტრალური მოედანი)
12:00-18:00 საათი - ტურნირი მოყვარულთა შორის ჭადრაკში, ნარდში, შაშში (ცენტრალური ბულვარი, 9 აპრილის ძეგლთან)
12:00-19:00 საათი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა (ცენტრალური ბულვარი)
12:00-19:00 საათი - აღმოსავლური ორთაბრძოლების საჩვენებელი გამოსვლები (ცენტრალური ბულვარი)
12:00-19:00 საათი - სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი (ცენტრალური ბულვარი, დები იშხნელების ძეგლთან)
12:15 საათი - საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგება
12:00 და 14 :00 საათი - სპექტაკლი „მუსიკის ჰანგები“, თოჯინების თეატრი
13:00 და 15:00 საათი - სპექტაკლი „ პეპი გრძელი წინდა“, ნიღბების თეატრი (ხარაზოვის ბაღი)
12:00-15:00 საათი - ქუთაისში არსებული სამუსიკო სტუდიების და ხანდაზმულთა ანსამბლ „ბერმუხა“-ს კონცერტი (ცენტრალური მოედანი)
15:00-15:45 საათი - მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სიმებიანი კვარტეტის კონცერტი (ცენტრალური მოედანი)
15:45-16:15 საათი - მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ახალგაზრდული ორკესტრისა და ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული სასულე ორკესტრის ერთობლივი კონცერტი (ცენტრალური მოედანი)
16 :15-16: 45 საათი - სიმფონიური ორკესტრის კონცერტი (ცენტრალური მოედანი)
17:10 საათი - საქართველოს ჰიმნი (ცენტრალური მოედანი)
19:00 საათი - ფილმის ჩვენება (ბოტანიკური ბაღი)
20:00 – 22:30 საათი - გალა-კონცერტი (ცენტრალური მოედანი)

ჭიათურა
11:00 საათი - საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების მემორიალის გვირგვინით შემკობა
12:00 საათი - სამხედრო ტექნიკის გამოფენა, მეწარმეების გამოფენა, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, ისტორიული გამოფენები, ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები, სპორტული აქტივობები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები (კულტურის ცენტრი)
12:00 – 14:00 საათი - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით (კულტურის ცენტრი)
17:10 საათი - საქართველოს ჰიმნი (კულტურის ცენტრი)
18:00 საათი - გალა-კონცერტი, ანსამბლი „ფორტე“ და „ფრანი“ (კულტურის ცენტრი)
მთელი დღის განმავლობაში იმოძრავებენ ანიმატორები ზღაპრის გმირები და კოსტიუმირებული მსახიობები

ზესტაფონი
11:00 საათი - მსვლელობა შოროპნის ციხეზე, დროშის აღმართვა
14:00 საათი - ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში (წლის ფალავნის გამოვლენა, სპორტის სასახლე)
15:00 საათი - მუნიციპალური ტურნირი მინი ფეხბურთში (ადგილობრივ გუნდებს შორის ფინალური შეხვედრა)
17:00 საათი - კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის საკონცერტო პროგრამა

ტყიბული
11:00 საათი - სპორტული აქტივობა, მასობრივი გარბენი და ბაგირის გადაძალვა
15:00 საათი - 26 მაისთან დაკავშირებული გამოფენა ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
16:00 საათი - მოლბერტზე ხატვა ღია ცის ქვეშ (სამხატვრო სკოლის მოსწავლები ნამუშევრებში ასახავენ დამოუკიდებლობის დღეს)
17:00 საათი - საკონცერტო პროგარამა ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით (თეატრი)

წყალტუბო
11:00 საათი - მარათონი, გარბენი ქალაქის რკალზე (ღონისძიებაში მონაწილოებას იღებენ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების“ სპორტსმენები)
13:00 საათი - მკალვჭიდი (ღონისძიებაში მონაწილოებას იღებენ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების“ სპორტსმენები)
15:00 საათი - ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიაცია ,, ეს დღე ჩვენია“ (საკონცერტო დარბაზი ,, ივერია“)

ბაღდათი
13:00 საათი - ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში (ბაღდათის ცენტრალური სკვერი)
14:00 საათი - ესეების კონკურსის დაჯილდოება „მე და საქართველო“ (ბაღდათის ცენტრალური ბიბლიოთეკა)
15:00 საათი - მუსიკალური სპექტაკლი (კულტურის სახლის დარბაზი)

თერჯოლა
11:00 საათი - ქალაქ თერჯოლაში საზეიმო მსვლელობა და გმირთა მემორიალთან თემატური ღონისძიება
11:30 საათი - სახელმწიფო დროშის აღმართვა სკანდას ციხეზე

საჩხერე
12:00 საათი - სოსო წერეთლის სახელობის სამხატვრო სკოლის გამოფენა
13:00 საათი - ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ბესიკ ქუთათელაძის ბიუსტების და დიდების მემორიალის გვირგვინით შემკობა, ასევე, ივანე გომართელის ბიუსტის გახსნა
13:45 საათი - პროფესორ ჯურხა ნადირაძის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამოფენა (მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი)
14:00 საათი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი (მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი)
15:00 საათი - ლიტერატურული კომპოზიცია (დავით თორაძის სახელობის საჩხერის სამუსიკო სკოლა)

სამტრედია
12:00 საათი - ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში და ჭადრაკში, ასევე მოეწყობა მხატვრების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა (ღონისძიება გაიმართება ქალაქის ტერიტორიაზე, ,,მომავლის პარკში” )
15:00 საათი - ტრადიციული დოღი სხვადასხვა დისტანციაზე (ილორის ადმინისტრაციული ერთეული)

ხარაგაული
11:00 საათი - საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალის გვირგვინით შემკობა სოფელ ბორითში
13:00 საათი - ხარაგაულის კინოთეატრში 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი
15:00 საათი - მსვლელობა ჩხერის ციხეზე, დროშის აღმართვა
16:00 საათი - ტრადიციული დოღი სოფელ ვახანში

ვანი
13:00 საათი - ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში გაიმრთება საზეიმო კონცერტი, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით

ხონი
12:00 საათი - სასულე ორკესტრი (კულტურის ცენტრის წინ)
13:00 საათი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა ( სამხატვრო სკოლა)
13:00 სთ-სპორტული ღონისძიება (შეჯიბრი ჭადრაკში, ნარდსა და შაშში ვეტერანებს შორის)

#ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა
გილოცავთ 26 მაისს
ეს დღე ჩვენია
#ევროპისკენ

წაკითხვა 300 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.