იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდა, რომლებმაც საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

ღონისძიება ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. ქალაქის მერთან ერთად , წარმატებულ ქუთაისელ სპორტსმენებს სიგელები გადასცეს ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ბასილაძემ, ა(ა)იპ "ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელმა კობა ფხაკაძემ.

 

"მოხარული ვარ, რომ დღეს ასე ერთად შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ის წარმატებები, რასაც თქვენ მიაღწიეთ საერთაშორისო სპორტულ სარბიელზე. ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა სპორტული მიღწევებით და რაც განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია, სპორტის თითქმის ყველა სახეობაში.


ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება, ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალური მხარდაჭერა გაგიწიოთ, შეგიქმნათ წვრთნისა და ვარჯიშისთვის კარგი პირობები, რათა თქვენ შეძლოთ საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარება.

 

წარმატებებს გისურვებთ მომავალ ასპარეზობებში! მჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებთ ქუთაისს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


2022 წელს, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, როგორც გუნდურ ასპარეზობებში, ასევე ინდივიდუალურად, 26-მა ქუთაისელმა სპორტსმენმა მოიპოვა საერთაშორისო პრიზები და ჯილდოები.

წაკითხვა 260 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.