14-16 აგვისტოს ქუთაისი საერთაშორისო ფოტო-ფესტივალ "ილოს" უმასპინძლებს
14-16 აგვისტოს ქუთაისი საერთაშორისო ფოტო-ფესტივალ "ილოს" უმასპინძლებს.
ფესტივალის ორგანიზატორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, თანაორგანიზატორი -კომპანია „ოქროს პეპელა“.
ფოტო-ფესტივალის მიზანია ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის განვითარება საქართველოში, საერთაშორისო სტატუსის დამკვიდრება - გაძლიერება; კულტურათა შორის დიალოგის გზით, დარგის ტენდეციებისა და ინოვაციების გაცნობა - წარმოჩენა; ახალგაზრდა, ნიჭიერი ფოტო - მოყვარულების გამოვლენა - წახალისება; ილო ხახიაშვილის სახელისა და ღვაწლისადმი პატივის მიგება.
ღონისძიება ჩატარდება ტრადიციული სლოგანით „იცხოვრე, დარჩი!“
ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია:
ფესტივალის საზეიმო გახსნა და ილო ხახიაშვილის გახსენების საღამო;
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა ინტერნეტ და რეალურ საგამოფენო სივრცეებში;
საგანმანათლებლო და შემეცნებითი ნაწილი ( ვორქშოპები, მასტერკლასები, პრაქტიკული გადაღებები, თემატური ექსკურსიები);
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
სიახლეები
- "საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად" - თაკო ჩარკვიანი
- "ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია" - გიორგი გახარია
- "არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, საქართველოს გზა ევროპაშია"- ბუდუ ზივზივაძე
- Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოს შს სამინისტროს ვებგვერდი გატეხა
- "არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას, არა რუსეთს!" - გიორგი ქოჩორაშვილი