ქუთაისის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ახალი სამსახური - ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექცია

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ახალი სამსახური - ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ქალაქის მთელი ტერიტორიის მასშტაბით ახდენს სწრაფ რეაგირებას სხვადასხვა ფაქტებსა და პროცესებზე. ინსპექცია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით არის აღჭურვილი და შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც ევროპის დიდი ქალაქების ანალოგიურ სამსახურებს აქვთ დამკვიდრებული.


ამასთან, სამსახურს ადამიანური რესურსის სახით ჰყავს როგორც გამოცდილი კადრი, ასევე ახალი თანამშრომლები, რომლებმაც უკვე გაიარეს შესაბამისი მზადება ეფექტური მუშაობისა და ხარისხიანი შედეგის მიღწევის მიზნით.


ინსპექციის მიზანია მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება, მუნიციპალური საკუთრების დაცვა.


მუნიციპალური ინსპექცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ქუთაისის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის იერსახის, გარე-რეკლამის, გარე ვაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ინსპექტირებასა და მუნიციპალური საკუთრების დაცვას.

წაკითხვა 382 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.