ქუთაისში ,,ვეფხისტყაოსნის’’ ფაბულაზე აგებული ნაწარმოების " Avtandil's Quest "-ის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში წიგნის " Avtandil's Quest " პრეზენტაცია გაიმართა.
ეს არის ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის შედეგად დაწერილი, „ ვეფხისტყაოსნის“ ფაბულაზე აგებული პროზაული ჟანრის წიგნი, ინგლისურ ენაზე.
 
 
წიგნი სამ ნაწილად იყოფა. პირველი და მეორე ნაწილი უკვე გამოსცეს, მესამე ნაწილი კი 2022 წლის ბოლომდე გამოიცემა. წიგნის ავტორია ჰენრი ჯოზეფ ბუელლი, ხოლო თანაავტორი - ანა გაბუნია.
 
 
წიგნი არის ტრილოგიის ნაწილი და ის აჩვენებს და მიაქვს 21-ე საუკუნის ინგლისურენოვან მკითხველამდე მსოფლიოში - საქართველოს ოქროს ხანის პოემა " ვეფხისტყაოსანი".
 
 
წიგნი დამოუკიდებელი საავტორო შრომის შედეგია. მასში სრულად არის დაცული "ვეფხისტყაოსნის" ფაბულა, დაცულია ყველა ის აფორიზმი, რაც ასე ეძვირფასებათ საქართველოში.
 
 
დღემდე, 21-ე საუკუნის მკითხველისთვის. ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ პოეტური თარგმანები, მაგრამ არა პროზაული ფორმატი, რომელიც მორგებულია თანამედროვე მკითხველზე, თავისი ფორმით, ენობრივი კომპონენტით.
 
 
ტრილოგია საინტერესოა იმითაც, რომ თითოეულ წიგნში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს ავტორი., ხვდება იმ ადამიანებს, ვინც წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს კულტურულ ისტორიაში.
 
 
წიგნის შესავალი უცხოელ მკითხველს ამოგზაურებს კახეთში, თბილისში, ქუთაისში.
 
 
,,ვეფხისტყაოსნისთვის'' ხელის შეხებაა სარისკოა, რადგან ის ჩვენთვის წმინდა წიგნია, ბიბლიასთან გათანაბრებული. ჩვენ ვამაყობთ ,,ვეფხისტყაოსნით’’, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეროვნული საგანძური ჩავკეტოთ და საქართველოს ფარგლებს გარეთ ხელმისაწვდომი არ იყოს. მართალია, ბევრმა ,,ვეფხისტყაოსანი’’ უცხოელმა ენათმეცნიერმა იცის და აღიარებულია როგორც დიდი მხატვრული ღირებულების მქონე წიგნი, მაგრამ პრობლემა, რომელსაც წავაწყდით და რის გამოც წიგნის იდეა გაგვიჩნდა, იყო ის, რომ ,,ვეფხისტყაოსანი’’ არა ენათმეცნიერებს არ აქვთ წაკითხული. უცხოელმა ექიმებმა, მხატვრებმა, ფოტოგრაფებმა, ჟურნალისტებმა და სხვა პროფესიის ადამიანებმა, შეიძლება იცოდნენ, რომ ის გენიალური ნაწარმოებია, მაგრამ მეტ ინფორმაციას არ ფლობენ. ,,ვეფხისტყაოსანი კი იმსახურებს, რომ გასცდეს საქართველოს ფარგლებს და მას იცნობდნენ ფართო წრეში,’’-ამბობს წიგნის თანაავტორი ანა გაბუნია.
 
 
ილუსტრაციები სპეციალურად წიგნისთვის შეიქმნა ტილოზე ზეთით. ილუსტრაციები მხატვარ ირაკლი კახიძეს ეკუთვნის. პირველი წიგნის ყდაზე გამოსახული ავთანდილის და ტარიელის შეხვედრის ეპიზოდი, აბსტრაქტული ხასიათისაა და კონკრეტული სახეები არ ფიქსირდება. ანა გაბუნიას განმარტებით, მხატვარმა აღნიშნული სტილი შეგნებულად აირჩია, რათა არ ყოფილიყო ერთი მხატვრის თვალით დანახული ავთანდილის და ტარიელის სახეები და მკითხველს მეტი ფიქრის საშუალება მისცემოდა.
 
 
უფრო დეტალურად სამომავლო გეგმებზე FirstNews.ge  ანა გაბუნიას გაესაუბრა.
 
 
"ამ წიგნით არამარტო ახალი ფერებით წარმოჩნდა პერსონაჟები, არამედ უფრო გამოიკვეთა მათი ხასიათი, დეტალები სადაც ავტორები მკითხველს ამოგზაურებენ საქართველოს კუთხეებში.
 
 
ჩვენი მიზანია ინგლისურენოვან აუდიტორიას მსოფლიოში გავაცნოთ ეს ბრწყინვალე ნაწარმოები, გავაცნოთ ქართული კულტურა, ვამოგზაუროთ საქართველოში ჩვენი წიგნის ფურცლებზე და გავუღვიძოთ სურვილი აღმოაჩინონ ეს ქვეყანა, მისი ლიტერატურა და კულტურა.
 
 
ჩვენი წიგნი გათვლილია მათთვისაც , ვისთვისაც ინგლისური მეორადი ენაა. ბოლოს, რასაც დავამატებდი. რომ წიგნს მალე აუდიო დისკი დაემატება , რაც განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის", - აღნიშნა FirstNews.ge-თან საუბრისას ანა გაბუნიამ.
 
წაკითხვა 340 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 24 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.