ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" პრეზენტაცია გაიმართა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საკონფერენციო სივრცეში შეკრებილ 70-ზე მეტ ადამიანს (ახალგაზრდებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს) შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ "მრჩეველთა საბჭოს" დებულების, სამოქმედო გეგმისა და იმ კომპონენტების შესახებ, რომლებიც პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა.

პროგრამას "ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო" სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში ახორციელებდა.

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გადამზადდა 20 ახალგაზრდა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში განივითარეს საკვანძო კომპეტენციები, ჩამოაყალიბეს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო და შეიმუშავეს ის კომპონენტები რომელთა არსებობა საბჭოს მუშაობისათვის აუცილებლობას წარმოადგენს.

 

ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი დაესწრო.

 

„ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, წელსაც რამდენიმე საინტერესო პროექტი დავაფინანსეთ და მათ შორისაა „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“. დღეს, დავესწარით საბჭოს წარდგენას ფართო საზოგადოებისთვის. ამ პროექტის მონაწილე ახალგაზრდების ხედვა, დამოკიდებულება და იდეები ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

 

ჩვენი მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში იოსებ ხახალეიშვილმა.

 

გგგ313367122 808071353820852 6080837929343423862 n

 

შეხვედრის შესახებ უფრო დეტალურად FirstNews.ge-ს RICDOG-ის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი თევზაძე ესაუბრა:

 

"დღეს, გავმართეთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს საჯარო პრეზენტაცია,რომელსაც 70-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

 

პროგრამას, - "ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო" თაობათა დიალოგი ახორციელებდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში.

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევარჩიეთ 20 ახალგაზრდა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში განავითარეს საკვანძო კომპეტენციები, ჩამოაყალიბეს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო და რაც მთავარია შეიმუშავეს ის კომპონენტები, რომელთა არსებობა საბჭოს მუშაობისათვის აუცილებლობას წარმოადგენს.

 

პროექტის მიზანი იყო ის, რომ ერთის მხრივ, ჩვენ ახალგაზრდების გააქტიურება მოგვეხდინა, მეორეს მხრივ კი - გაგვეზარდა მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

 

პროგრამა წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს წევრთა მოსამზადებელ პროგრამას. სწორედ ამ პროგრამის ბოლო ეტაპი გულისხმობდა საჯარო პრეზენტაციის გამართვას,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში ირაკლი თევზაძემ.

წაკითხვა 225 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 31 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.