May 16, 2024

იმერეთი ომით დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს მშობლებთან ერთად მასპინძლობს

იმერეთი, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაზარალებულთა ოჯახებიდან საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს მშობლებთან ერთად მასპინძლობს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სტუმრებს შეხვდა და რეგიონის მასშტაბით დაგეგმილი ტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 30-ზე მეტი უკრაინელი ომით დაზარალებული სტუმარი იმერეთის ისტორიულ, კულტურულ და ეთნოგრაფიულ თავისებურებებს გაეცნობიან. ტურის ფარგლებში ესტუმრებიან მოწამეთასა და გელათის მონასტრებს, პრომეთეს მღვიმეს და ბავშვებისთვის ჩატარდება იმერული კერძების მასტერკლასი.

 

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ასევე ქალაქ ოდესაში გენერალური კონსულის თორნიკე ბერეკაშვილის ინიციატივით, საქართველო 30-ზე მეტ უკრაინელ, ომით დაზარალებულ სტუმარს მასპინძლობს. ბავშვები და მათი აღმზრდელები ირპენის, ბუჩის, ხერსონის, სამხრეთ ოდესის მკვიდრნი არიან.

 

10 დღის განმავლობაში უკრაინელი ბავშვები და მათი აღმზრდელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს სტუმრობენ.

წაკითხვა 313 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 09 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.