April 29, 2024

ირაკლი შენგელიამ მოქალაქეებს ქუთაისის საკრებულოს 2022 წლის ანგარიში წარუდგინა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ მოქალაქეებს საკრებულოს 2022 წლის ანგარიში წარუდგინა, რომელსაც მოქალაქეები, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობა, ასევე სამოქალაქო სექტორის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ანგარიშის წარდგენისას ძირითადად აქცენტი გაკეთებული იყო საკრებულოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე და შემდეგი საანგარიშგებო პერიოდის ძირითად პრიორიტეტებზე. მათ შორის საუბარი შეეხო ქალაქის განვითარების კონცეფციას, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების მიერ გაწეულ მუშაობას. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში არსებულ ხარვეზებს და გასატარებელ ღონისძიებებს.

 

"გარდა იმისა რომ არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ავალდებულებს იყვნენ ანგარიშვალდებულნი ხალხთან. არსებობს ასევე მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მმართველ ძალას გააჩნია. შესაბამისად დღეს საკრებულომ ხალხს ანგარიში წარუდგინა, სადაც საუბარია იმ გაწეული საქმიანობის შესახებ რომელიც ერთი წლის განმავლობაში იქნა გატარებული. მოგეხსენებათ რომ საკრებულოს შემადგენლობის უმრავლესობამ მოსახლეობას უკვე წარუდგინა ანგარიში, მათგან შესაბამისად მიიღო უკუკავშირი. ეს გახლავთ საკრებულოს როგორც ინსტიტუციის ანგარიშვალდებულების ნაწილის ერთგვარი დეკლარირებული პრიორიტეტი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება," -განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ

 

1113310372687651 658504415061371265 n

 

 

 

წაკითხვა 240 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.