ქუთაისის ოპერის თეატრში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა

ქუთაისის ოპერის თეატრში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა.

წელს კონკურსი ეძღვნება ქართული საკომპოზიტორო სკოლის და პროფესიული მუსიკალური განმანათლებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის დაბადებიდან 160-ე წლისთავს.


კონკურსი ტარდება ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, დამფუძნებელი და ორგანიზატორია ა(ა)იპ ,,არტ-ლიგა“.


საერთაშორისო კონკურსის გახსნას ესწრებოდნენ ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

318997511 1128712224451828 3764708009188534518 n


საშემსრულებლო ხელოვნებაში დამკვიდრებულ თანამედროვე ტენდენციებთან მეტად დაახლოების, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების, კონკურენტული არეალის გააქტიურებისა და გაფართოების მიზნით, 2022 წლის საერთაშორისო კონკურსი ტარდება მხოლოდ ფორტეპიანოს პროფილით.


კონკურსანტებს შეაფასებს კომპეტენტური საერთაშორისო ჟიური.


მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი 17 დეკემბერს დაიხურება.

წაკითხვა 294 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.