ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელად დაინიშნა

ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელად დაინიშნა.


ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობაზე 2020 წლის ივლისში დაინიშნა, ხოლო 2022 წლის 24 ნოემბერს თანამდებობა დატოვა.


მან პოსტის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა.

"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მერის მოადგილის თანამდებობა, რამეთუ მოვიდა დრო ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების. იმედი მაქვს , რომ ჩემ ახალი საქმიანობით განვახორციელებ პროექტებს , რომლებიც ქუთაისს, და იმერეთის რეგიონს, გლობალური ეკონომიკის რუკაზე სტრატეგიულ ადგილს დაუმკვიდრებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და მომცა საშუალება ვემსახურო ჩემს ქალაქს და ჩემს სამშობლოს. ჩემი გადადგომის მიუხედავად, სადაც არ უნდა ვიყო, მე ვრჩები ქუთაისის ერთგული. ორ წელზე ოდნავ მეტი ვარ ქუთაისის მერის მოადგილე.


მეამაყება, რომ ამ დროში: GET LOST WITH WIZZAIR პროექტი რომლის წყალობითაც 63 მილიონმა ადამიანმა შეიტყო ქუთაისის შესახებ! დავიწყეთ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებული ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია. ქუთაისში შემოდის აჭარა ჯგუფი და მალე ჩვენც გვექნება სივრცე როგორი თბილისში სასტუმრო რუმსი, სტამბა და ფაბრიკაა და რომელიც ქუთაისს ასე აკლია. ჩემი მერის მოადგილეობის დროს, ვებრძოდით პანდემიას და 24 საათში გავხსენით ვაქცინაციის ცენტრი, ყველა სტანდარტის დაცვის. იმერეთის რეგიონი, იყო პირველი, რომელმაც თბილისის პარალელურად აამუშავა ცხელი ხაზი", - წერდა ირაკლი ქარქაშაძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 188 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.