ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად დაზარებული მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგება დაიწყო

ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად დაზარებული მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგება დაიწყო.


ქარმა ძირითადად სახურავები დააზიანა. დაზიანებული სახურავების დემონტაჟის და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობას ურიგდება გადასახური მასალა, რომელსაც ყველა დაზარალებულ ოჯახს ადგილზე მიუტანენ.


გადასახური მასალის განაწილების პროცესს ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე იუზა უგულავა, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.


„დავიწყეთ მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგება. როგორც კი ამინდმა საშუალება მოგვცა, შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დაზიანებული სახურავების დემონტაჟი და ჩაატარეს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები.


დღეს კი, დილიდანვე, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით გავანაწილეთ სხვადასხვა სახის გადასახური მასალა. დაზარალებულ მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილებზე გადაეცემათ ეს მასალა, რათა დროულად შეძლონ შენობების გადახურვა,“- აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.

წაკითხვა 181 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.