"საგარეჯოში სამი დაჭრილი განაგრძობს მკურნალობას,მათგან ორის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია"- მამუკა ოთიაშვილი

„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, დაჭრილი ორი პირი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია, მესამე, 24 წლის მამაკაცი კი, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

როგორც ოთიაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ მამაკაცს ქირურგიული ჩარევები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებულია.

 

რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, ექიმის ინფორმაციით, მათ ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები ბარძაყის მიდამოში აქვთ.

 

„ჯეო ჰოსპიტალსში“ სამი დაჭრილი განაგრძობს მკურნალობას. მათგან ორის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ისინი ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას. ღამის განმავლობაში გართულებას ადგილი არ ჰქონია. მესამე პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა, პარამეტრები შედარებით დასტაბილურებულია და მეთვალყურეობისა ქვეშ იმყოფება. ეს პაციენტი არის 24 წლის ბიჭი. მას მუცლის ღრუზე ჩაუტარდა ოპერაცია, ასევე ჩატარდა არტერიისა და ვენის გადანერგვა“, - განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.

 

როგორც „ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, მიუხედავად დაჭრილი პაციენტების დაზიანებების სიმძიმისა, „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმების გუნდი მათ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.

წაკითხვა 257 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 21 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.