ქუთაისის მერია დნიპროსთვის გენერატორებს შეიძენს

ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს,- ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხმამაღლა გაცხადდა, რომ ქალაქი უკრაინას დაეხმარებოდა იმ საჭიროებების მიხედვით, რასაც ომში მყოფი ქვეყანა ითხოვდა.

 

„ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, შეგროვდა დიდი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი, შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა. შეგროვებული თანხით შევიძინეთ ის პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია, რაც რეკომენდირებული იყო თავად უკრაინის მხრიდან. ასევე, უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ 50 000 ლარი გადაირიცხა აღნიშნულ ანგარიშზე. ქუთაისიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება გადანაწილდა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში და მათ შორის, ქუთაისის დამეგობრებულ ქალაქებში. ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მხრიდან იყო გენერატორებით დახმარების თხოვნა, ქუთაისის მერია შეიძენს გენერატორს, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიგზავნება დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში. ქუთაისში ამჟამად ცხოვრობს უკრაინიდან ჩამოსული 400-მდე უკრაინელი, მათ შორის დამეგობრებული ქალაქებიდანაც. უკრაინის მოქალაქეებს ქალაქის მერია არაერთხელ დაეხმარა სხვადასხვა ფორმით, მათ გადაეცათ ულიმიტო სამგზავრო ბარათები. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საახალწლო ნობათები პირადად გადასცა უკრაინელ ბავშვებს. ადგილობრივი ხელისუფლებაა მზადაა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ დაეხმაროს ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას“,-აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 217 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.