ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ კორპუსს, სადაც ცენტრი განთავსდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

პროექტის ფარგლებში კორპუსი სრულად გარემონტდა – მოეწყო საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეები, 456 მსმენელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი, სარეპეტიციო დარბაზი, სველი წერტილები და გამოსაცვლელი ოთახები.

 

️მრავალფუნქციური ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა სამეცნიერო და შემოქმედებითი ნამუშევრები წარმოადგინეს, რომლებიც საგამოფენო სივრცეში იყო განთავსებული.

 

ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებულ დარბაზში ჩატარდა უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლების ,,ადილასა“ და ,,კოლხას“ კონცერტი, რომელშიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საშემსრულებლო ხელოვნების სპეციალობის (ყოფილი სამუსიკო კოლეჯი) სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

 

მრავალფუნქციური ცენტრის გახსნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90-წლის იუბილეს მიეძღვნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.

წაკითხვა 250 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.