ქუთაისის მერია "ზამთრის ლიდერთა სკოლა 2023“-ის მონაწილეთა შერჩევას იწყებს

ქუთაისის მერია „ზამთრის ლიდერთა სკოლა 2023“-ის მონაწილეთა შერჩევას იწყებს.


პროექტში ჩართვა შეუძლიათ 14-დან 29 წლამდე ქუთაისელ ახალგაზრდებს.


მიმდინარე წელს, „ლიდერთა სკოლა“ პირველად იქნება საერთაშორისო და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქებიდან 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები (თითოეულ ნაკადში 5 მონაწილე).

 

ლიდერთა სკოლა გაიმართება საქართველოს ზამთრის რომელიმე კურორტზე. ზამთრის ლიდერთა სკოლაში ახალგაზრდები გაემგზავრებიან ეტაპობრივად - 2 ნაკადად. 14-18 წლამდე მოსწავლეები - 1 ნაკადი და 18-29 წლამდე ახალგაზრდები -1 ნაკადი. შერჩეული მონაწილეებისთვის გაიმართება ტრენინგები თემაზე: „ახალგაზრდების საკვანძო კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა და პროექტების წერის უნარ-ჩვევების განვითარება."


განაცხადები მიიღება მ/წ 26 თებერვლამდე. ვრცლად იხილეთ : https://docs.google.com/…/10OX0ZdAkdYmzEygjnId2FCiWLXE…/edit

წაკითხვა 470 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 06 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.