May 2, 2024

მესხიშვილის თეატრში "მედეას" პრემიერა სრული ანშლაგით შედგა

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ავსტრიელი პოეტის, მწერლისა და დრამატურგის ფრანც გრილპარცერის (1791 – 1872) ტრილოგია ,,ოქროს საწმისის“ მიხედვით სპექტაკლი ,,მედეა“ გაიმართა, რომელმაც მაყურებელთა დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.
 
 
ტრაგედია ორ მოქმედებიანია და ის რეჟისორ გოგა თავაძეს ეკუთვნის.
 
 
ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროს ასულ მედეას არგონავტების წინამძღოლი იასონი(იაზონი) შეუყვარდა და დახმარება გაუწია მას "ოქროს საწმისის" მოტაცებაში, დიდმა ძველბერძენმა ტრაგიკოსმა მწერალმა - ევრიპიდემ(ძვ.წ. 480-406), თავის უკვდავ ტრაგედიაში "მედეა" სიყვარულით დაბრმავებული სამშობლოსა და მამის მოღალატე, შვილების მკვლელ, შურისმაძიებელ ქალად წარმოსახა.
 
 

ფრანც გრილპარცერის ,,მედეა“ მითიური კოლხი გრძნეული ქალის ბედისწერის და ტრაგიკული ცხოვრების წარმოჩენის მცდელობაა. ლიტერატურულ შედევრად აღიარებული, კლასიკური მასშტაბების ტრაგედია, რომელიც გვიყვება, თუ როგორ ანგრევს ბედნიერებას და ცხოვრებისეულ წონასწორობებს ღალატი საკუთარი პრინციპებისა.

 

Screenshot 3

 

ინსცენირება და რეჟისურა გოგა თავაძე.
 
 
მონაწილეობენ: ელზა სულაძე, გიორგი შალამბერიძე,ზვიად სვანაძე, დავით როინიშვილი, სოფიო ჩირაძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, ინგა კაკიაშვილი, გელა ებანოიძე, გოჩა ნემსიწვერიძე, თამთა გაბუნია, ანა ჩოგოვაძე, ნანცო ცხვირავაშვილი, ნანუკა კუპატაძე, სულხან გოგოლაშვილი, იოანე იმედაძე, კოტე რობაქიძე, ნიკოლოზ მაღლაკელიძე, ამიკო ბოდოკია.
 
მხატვარი:ანა კალატოზიშვილი.
 
კომპოზიტორი:დავით თავაძე.
 
ქორეოგრაფი:შოთა ჯიშკარიანი.
 
ტექნიკური რეჟისორები:ინგა მესხორაძე,ვახტანგ ამანათიძე.
 

„მედეას“ საპრემიერო ჩვენება 19, 21 მაისს 19:00 საათზე შედგება

 
წაკითხვა 584 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 19 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.