April 30, 2024

"დღეს ქუთაისში 480 დევნილი ბინას მიიღებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს 480 დევნილი მიიღებს ბინას. დასრულდა სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა და ჯამში 800 ოჯახი მიიღებს ბინებს ამ უბანში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში განაცხადა.

„ჯამში ბოლო 10 წელიწადში ჩვენ 31 000 ოჯახს გადავეცით ბინები. ჩვენ ასევე დავიწყეთ სოფლად სახლების გადაცემის პროგრამაც, რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. მომდევნო 2-3 წელიწადში დამატებით 13 000 ოჯახი მიიღებს ბინებს. აქედან 7000 იქნება ბინა, 6000 კი სახლი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

დევნილი ოჯახებისთვის სამი 16-სართულიანი კორპუსი ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე აშენდა. საცხოვრებელი კომპლექსი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და იქ 480 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემა. ამავე კომპლექსში დასრულების ეტაპზეა კიდევ 320 ბინის მშენებლობა, რომლებიც დევნილ ოჯახებს უახლოეს მომავალში ჩაბარდებათ.

 

ჯამში კომპლექსში ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. კორპუსები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.

წაკითხვა 248 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 06 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.