May 4, 2024

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია მოქალაქეების წინაშე ანგარიშით წარდგა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია მოქალაქეების წინაშე ანგარიშით წარდგა.


საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშს სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ნადირაძე, ასევე წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს წევრები დაესწრნენ.


საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის შესახებ, ასევე საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების გამართულ ფუნქციონირებაზე.


ანგარიშზე პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო პროექტები, რომელიც მიმდინარე წელს საკრებულოს მიერ იქნა მოწონებული.

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კითხვები დაისვა დამსწრე აუდიტორიიდან, რომელსაც პასუხი გასცა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ასევ სახელმწიფო რწმუნებულმა და ქალაქის მერმა.

 

12ww

 

"დღეს გამართული ანგარიში ნათელი მაგალითია იმისა თუ რამდენად პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობა გვყავს ქალაქში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თამამად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ცდილობენ არსებული პრობლემების მოგვარებას.


დღეს კიდევ ერთხელ დავინახე ის სულისკვეთება რომელიც თითოეული მათგანიდან მოდის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მათგანს, გამოჩენილი ინტერესისთვის და აქტიობისთვის. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგებს აღმასრულებელ რგოლს, სამხარეო ადმინისტრაციას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღეს ინტერესი გამოთქვეს მოესმინათ ჩემი როგორც საკრებულოს თავმჯდომარის და როგორც მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიში.


ანგარიშვალდებულება, ღიაობა და მოქალაქეთა ჩართულობა არის დემოკრატიის მთავარი პრინციპები, რომელიც ქმნის იდეოლოგიურ ხიდს და კიდევ უფრო მჭიდროდ აკავშირებს ხალხს ადგილობრივ ხელისუფლებასთან," - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

წაკითხვა 233 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 31 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.