May 4, 2024

ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ ქუთაისში პრობლემები შექმნა.

გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მოსახლეობის თქმით, დაუზიანდათ ტექნიკა და ავეჯი, ისინი დახმარებას ითხოვენ.

 

მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ოღასკურა, რამაც გამოიწვია პრობლემები, დაიტბორა ტერიტორიები და მომიჯნავე სახლები, ასევე წაიქცა ხე და შეფერხდა მოძრაობა. მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით დაიწყო შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოები, ამ დროისთვის პრობლემა თითქმის ყველა ლოკაციაზე მოხსნილია და სამუშაოები გრძელდება.

წაკითხვა 187 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.