"მოვუწოდებ მოქალაქეებს, სამოქალაქო სექტორის წარმოამადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩაერთონ ბიუჯეტის საჯარო განხილვის პროცესში" - ირაკლი შენგელია

ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა 7 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში გაიმართება, - ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია აცხადებს.

საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებს, სამოქალაქო სექტორის წარმოამადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს ჩაერთონ ბიუჯეტის საჯარო განხილვის პროცესში და წარმოადგინონ ის შენიშვნები, რომელიც მათ მომდევნო წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით გააჩნიათ.

 

"რადგან ბიუჯეტი არის ქალაქის ფინანსური გეგმა და მასში ასახულია ყველა ის პროექტი, რომელიც მოსახლეობის ინტერესზე არის მორგებული, მნიშვნელოვანად მიმაჩნია მოქალაქეების სრული ჩართულობა და ყველა იმ შენიშვნის გათვალისწინება, რომელიც მათთვის არის რელევანტური.

 

ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობა ყველა იმ პროცესში, რომელიც თითოეული ჩვენგანის საერთო მიზანს ემსახურება. მიზანი კი არის თანამედროვეობასთან ესთეტიურად შერწყმული, მრავალსაუკუნოვანი ქალაქის განვითარება და გაძლიერება, - აცხადებს ირაკლი შენგელია.

წაკითხვა 183 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 05 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.