"იმის ნაცვლად, რომ ქუთაისი ადმინისტრაციული ცენტრი და საპარლამენტო ქალაქი ყოფილიყო, დღეს არის მიტოვებული ხელისუფლების მხრიდან" - თემურ ცამციშვილი

ემიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც ქუთაისს ძალიან შეეხო და იმის ნაცვლად, რომ ქუთაისი ყოფილიყო ადმინისტრაციული ცენტრი და საპარლამენტო ქალაქი, ქუთაისი დღეს არის მიტოვებული ხელისუფლების მხრიდან და მივიღეთ ის, რომ ქუთაისი მოსახლეობის სიდიდით მეორე ქალაქიდან გახდა მეოთხე ქალაქი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქუთაისში დემოგრაფიულ პრობლემას მიგრაციასთან ერთად, შობადობის დაბალი მაჩვენებელიც ამწვავებს.

„ემიგრაცია არის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. თუ აქამდე ქუთაისი მოსახლეობის სიდიდით იყო მეორე ქალაქი, ახლა არის მეოთხე ქალაქი. თვეში ქუთაისს, დაახლოებით, ასობით ადამიანი ტოვებს. რაც შეეხება შობადობის სტატისტიკას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ადამიანების უმეტესი რაოდენობა არის ახალგაზრდა, ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს შობადობის მიხედვით. 1767 გვაქვს დაბადების რიცხვი და გარდაცვალება გვაქვს - 2118, ანუ ბუნებრივი მატება არ გვაქვს. ყველაფერმა ამან კი მოგვიტანა ის, რომ ქუთაისი სიდიდით მეორე ქალაქიდან გახდა მეოთხე ქალაქი”, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

წაკითხვა 103 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.