არა რუსულ კანონს! - ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა

არა რუსულ კანონს! - ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა. მედიის, „ენჯეოსა“ და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს.

მათი თქმით, აღნიშნული კანონი არის რუსული და ემსახურება არა გამჭვირვალობას, არამედ, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის შეზღუდვას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

 

"ჩვენი მიზანია, დღევანდელი აქციით კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს, რომ ქალაქ ქუთაისს აქვს პოზიცია. მეორე ის, რომ ქალაქ ქუთაისში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას აქვს პოზიცია. მესამე საკითხია, რომ ეს კანონი არანაირი გამჭვირვალობის შესახებ არ არის.

 

ეს კანონი არის ძალაუფლების გარანტირებულად შენარჩუნების მცდელობის შესახებ, რადგან პირდაპირ მიემართება იმ არასამთავრო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ამ ქვეყანაში რაღაც განსხვავებულ, ალტერნატიულ, თუნდაც კრიტიკულ აზრს აფიქსირებენ. სწორედ ეს არის ამ კანონის მთელი დედა არსი,"- განაცხადა Firstnews.ge-თან საუბარში სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის ,,თაობათა დიალოგის" ხელმძღვანელმა ნუგზარ კოხრეიძემ.

 

აქციის მონაწილეების თქმით, მსგავსი გამოსვლები გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება კანონპროექტის გაუქმება.

 

Captureeeee

წაკითხვა 128 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 12 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.