April 26, 2024

ქუთაისში "გვირილობის" აღნიშვნა ბაგრატის ტაძრის ეზოდან დაიწყო

ქუთაისში "გვირილობის" აღნიშვნა ბაგრატის ტაძრის ეზოდან დაიწყო.

ტაძარში საპატრიარქოს ჩოხოსანთა ახალი წევრები აკურთხეს.

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გვირგვინებით, ტრადიციულად პატივი მიაგეს სამი ოთარის ძეგლს.

 

სასტუმრო ,,ბაგრატი 1003’’ - ში ქალაქის და რეგიონის პირველმა პირებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღეს.

 

xxxx

 

მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის ქუჩებში დაგეგმილია ყვავილების, ადგილობრივი წარმოების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

 

ცენტრალურ ბაღში, კოლონების მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის დღესასწაული ოფიციალურად გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო მომავლის თეატრის ,,ცისფერყანწელები’’-ს პერფორმანსი- ,,ისწავლე თავისუფლება’’.

 

ქალაქის ქუჩებში გიმნაზისტების ფორმაში ჩაცმული გოგონები კალათებში ჩაწყობილი გვირილებით გადაადილდებიან და მოქალაქეებს ყვავილებს ურიგებენ. წარმოდგენილია რამდენიმე პავილიონი, სადაც ქუთაისის ისტორია ცოცხლდება და ასევე წარმოაჩენს იმ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც ქალაქში უნდა განხორციელდეს.

 

დღის ბოლოს, ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

წაკითხვა 861 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.