„ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტში“ მედია ტური გაიმართა

იმერეთის რეგიონის ჟურნალისტები „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტს“ სტუმრობდნენ.

მათ საშუალება ქონდათ პირადად გაცნობოდნენ და დაეთვალიერებინათ იმ ტრანსფორმაციის შედეგი, რომელიც რეზორტმა წლების განმავლობაში განიცადა.

                                                                                         

ჟურნალისტებს „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტის"  გენერალური მენეჯერი - თამუნა მეუნარგია ესაუბრა. როგორც მან მოგვითხრო, 50-ან წლებში აშენებული სამხედრო სანატორიუმი, რომელიც მაღალი რანგის სამხედრო პირებს მასპინძლობდა, ბოლო 10 წელია  კერძო მფლობელობაშია.

 

„ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი“ 16 ჰექტარზეა გაშენებული თავისი უნიკალური ტყე-პარკით, ავთენტური,ვინტაჟური შენობებით, შენარჩუნებულია სტალინის ლუქსი ძველი იერსახით.  სიძველეებთან ერთად ნელ-ნელა ხდება სასტუმროს განახლება, გარემონტება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ პირვანდელი სახის შენარჩუნებას. ჩვენი ეზო შადრევნებით,სასეირნო ბილიკებით,საპიკნიკე ადგილებით იდეალურია დასასვენებლად და განსატვირთად,სასტუმრო ასევე გიმასპინძლებთ ულამაზესი ღია საცურაო აუზით, რომელიც სულ ორი წელია რაც გაიხსნა და არამარტო სასტუმროს სტუმრებს, არამედ ნებისმიერ მსურველს ემსახურება. საგრძნობლად იმატა ტურისტების რაოდენობამ, განსაკუთრებით ისრაელიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და წელს უკვე გერმანიიდან და ბელგიიდან."- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში თამუნა მეუნარგიამ.

1111ccc07141633522 6384359350953050112 n

 

სასტუმროს გენერალური მენეჯერის თქმით, მიუხედავთ იმისა, რომ სასტუმრო სრულად აკმაყოფილებს თანამდროვე სტანდარტებს, მუდვიდად გრძელდება მისი კეთილმოწყობა და განვითრება. მალე სასტუმროს შეემატება სპა ცენტრი,რომელიც მრავალფეროვან სერვისს შესთავაზებს სტუმრებს.

 

სასტუმროში „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი“ ასევე შესაძლებელია საქორწილო ფოტოსესიის, ხელმოწერის ცერემონიის, ქორწილისა  და დაბადების დღის მოწყობა.

sss5406 2817230209504247808 n

წაკითხვა 376 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 16 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.