იუსტიციის სახლი მოქალაქეთა ნაკადს ვეღარ უმკლავდება (ვიდეო)

შეფასება
(0 შეფასება)

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 

თბილისის იუსტიციის სახლის განცხადებით, დღეს მომხმარებელს საგანგებო რეჟიმში 22:00 საათამდე მიიღებს.

 

"მომხმარებლები, რომლებმაც არ გამოიყენეს ვადები, რომლებიც შესაბამის მომსახურების მისაღებად ჰქონდათ მიცემული და მხოლოდ დღეს მიმართეს იუსტიციის სახლს, რამაც იუსტიციის სახლში ნაკადების მკვეთრად ზრდა გამოიწვია, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განკარგულებით მომსახურების მიღებას დღეს 22 საათამდე შეძლებენ. იუსტიციის სახლი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული". - ამბობენ იუსტიციის სახლში.

 

გადაჭარბებული ნაკადები იუსტიციის სახლში ორი კონკრეტული სერვისითაა განპირობებული, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება.

 

როგორც ცნობიალია, ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო (მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილების ძალაში შესვლისთანავე) და 1 ოქტომბრამდე გრძელდებოდა.

 

პირველ ოქტომბრამდე ეწურება ვადა ასევე, რომელიც 21 აგვისტოდან თბილისის იუსტიციის სახლშიც გაიცემა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1 ოქტომბრიდან არალიცენზირებული ტაქსი დაჯარიმდება, თუმცა ლიცენზიის გაცემა გაგრძელდება ისე, როგორც ამ დრომდე მიმდინარეობდა.

 

როგორც იუსტიციის სახლის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, "მიუხედავად იმისა, რომ ორივე სერვისი მინიმუმ თვეზე მეტია მშვიდ ვითარებაში გაიცემა, ვინაიდან 1 ოქტომბრამდე სრულდება მათი გაცემის ვადები, მომხმარებლის დიდმა უმრავლესობამ იუსტიციის სახლს სწორედ სერვისის გაცემის ბოლო დღეს მიმართა.

 

იუსტიციის სახლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომხმარებლის ნაკადი მართოს, თუმცა რეკორდული ოდენობის გამო, ცხადია მომსახურების დრო საგრძნობლად გაზრდილია. ჩვენ ვთხოვთ მომხმარებელს სიმშვიდესა და თანამშრომლობას, რადგან როგორც იუსტიციის სახლის პერსონალი, ასევე მომხმარებელი არაორდინალურ ვითარებაში ვიმყოფებით. ჩვენ ყველა ძალას ვხმარობთ იმისათვის, რომ არცერთ მომხმარებელს პრობლემა არ შეექმნას"

 

 

წაკითხვა 2359 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 28 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.