April 27, 2024

საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება 

საჩხერის მუნიციპალიტეტი 2 ნოემბერს სახალხო დღესასწაულს "მუხრანი 90"-ს აღნიშნავს.

პოეტ-აკადემიკოს მუხრან მაჭავარიანის 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, პოეტები, მწერლები, მსახიობები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები დაესწრებიან.

 


ღონისძიებების ფარგლებში სოფელ სავანეში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით "შემოდგომის სურათები“ გაიმართება, სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი გაიხსნება, ჩატარდება ლიტერატურული კონკურსების - "პოეტური მინიატურები“ და „საუკეთესო ლექსიკოგრაფიული ნაშრომის“  გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი, ასევე სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ლიტერატურული კომპოზიცია "აი ჩემი არგვეთი“ იქნება წარმოდგენილი.

 


გარდა ამისა, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება მსვლელობა "ჩემი სამშობლო მაღალია“ ფოლკლორული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და დეკლამატორთა გამოსვლების მონაწილეობით.  კულტურის ცენტრის საგამოფენო სივრცეში კი ძმებ ვართაგავების პერსონალური ფერწერული გამოფენა "მუხა კვლავაც შეიმოსება“ გაიხსნება. მოგვიანებით, საჩხერის კულტურის ცენტრში მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო - "სიტყვისმოქმედი ერისა“ გაიმართება.

 


დღის განმავლობაში საჩხერეში წარმოდგენილი იქნება რეწვის ოსტატების გამოფენები და საბავშვო ატრაქციონები.

წაკითხვა 521 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 01 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.