April 26, 2024

"ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს აღორძინების პროექტი ადგილობრივი ფერმერებისთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა"

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს აღორძინების პროექტი ადგილობრივი ფერმერებისთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა.

როგორც შალამბერიძემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან გამოცემა Entrepreneur Georgia-ს ინტერვიუს კომენტირებისას აღნიშნა, წყალტუბოს აღორძინების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო წყალტუბოსთვის, არამედ რეგიონისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.

 

"ჩვენ ახლა შევხვდით ადგილობრივებსაც და როგორც აღნიშნეს, მათთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა ის, რომ წყალტუბო უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით განვითარდება. როგორც იცით, დასაქმდება 20000-მდე ადამიანი, რეაბილიტაციასთან ერთად დაიწყება ახალი მშენებლობები და მოხდება როგორც წყალტუბოს ეკონომიკურად გაძლიერება, ასევე მთლიანად იმერეთის რეგიონის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა ჟურნალისტებს შალამბერიძემ წყალტუბოში, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გამართა.

 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გამოცემასთან ინტერვიუში წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ ისაუბრა.

წაკითხვა 516 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.