April 27, 2024

თეთრიწყაროს საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

თეთრიწყაროს საავამდყოფოში კარანტინი გამოცხადდა.

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, COVID19 კლინიკის ექთანს დაუდასტურდა.

 

მისივე თქმით, ექთნის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით ბუნდოვანი და გაურკვეველია.

 

„საავადმყოფოს ექთანთან დადასტურდა ინფიცირების ფაქტი. გუშინ ძალიან მასშტაბური პრევენციული ღონისძიებები გაკეთდა, გაძლიერებული შემადგენლობით იყო მუნიციპალიტეტში ჩასული ეპიდემიოლოგთა ჯგუფი. აიღეს საკვლევი მასალები მედპერსონალიდან და იმ დადგენილი კონტაქტებიდან, რომელიც ჩვენთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით იქნა გამოკვეთილი და ამ შედეგებიდან გამომდინარე დღეს 24 საათის მანძილზე არის ის ცვლილება, რომ დღეს თეთრიწყაროში სრულად დადასტურებულია 19 ფაქტი“,- აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

წაკითხვა 577 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 26 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.