DMO Imereti-ს ხელმძღვანელი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს "მე მიყვარს ქუთაისის" ბრენდსტრატეგიის წარდგენას სთხოვს.
DMO Imereti-ს ხელმძღვანელი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს "მე მიყვარს ქუთაისის" ბრენდსტრატეგიის წარდგენას სთხოვს.
ვთხოვ გიგა შუშანიას, პრესკონფერენციის გამართვამდე მომაწოდოს სლოგანის "მე ❤️ქუთაისის", როგორც ბრენდსტრატეგია, ასევე ბრენდბუქი, - ამის შესახებ DMO Imereti-ს ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ დღეს შევიტყვე, რომ მოპარული და კალკირებული სლოგანის "მე ❤️ ქუთაისის" ერთ-ერთი პროპაგანდისტი გიგა შუშანია პრესკონფერენციის გამართვას აპირებდა ახალი ტურისტული ბრენდინგის არამიზნობრიობის და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რაზე...
პრესკონფერენცია გადაიდო გარკვეული მიზეზების გამო, ამიტომაც გამოვიყენებ შემთხვევას და ბატონ გიგას ვთხოვ, პრესკონფერენციის გამართვამდე მომაწოდოს სლოგანის "მე ❤️ქუთაისის", როგორც ბრენდსტრატეგია, ასევე ბრენდბუქი, რომ შედარებით ფორმატში უფრო თვალსაჩინო გავხადო ახალი ბრენდინგთან არსებული განსხვავებები. წინასწარ დიდი მადლობა.
ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი თევდორაძეს, რომელმაც მოახერხა პოლიტიკაზე მაღლა დადგომა და გაიზიარა ახალ ბრენდზე და კონცეფციაზე დაფუძნებული კლიპი, რომელიც ზუსტად იმსლოგანის გაშლით მთავრდება, რომელიც ასე არ მოწონს ბატონ შუშანიას", - წერს ტატო ლილუაშვილი.
არსებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს გიგა შუშანიას დღეს პრესკონფერენცია ჰქონდა დაგეგმილი, სადაც ქთაისის ბრენდინგზე უნდა ესაუბრა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 დეკემბრისთვის
- "მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, "ქილერად" გამოაცხადეს, როგორც ჩანს, "ქილერის" გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს"
- სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები უცვლელი დარჩა
- "ბაჩო ახალაია თავისი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ქვეყნის დამხობას ისე აპირებდა" - შალვა პაპუაშვილი
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
