April 26, 2024

ქუთაისში ოპერის შენობაზე საქართველოს დროშის პროექცია მოეწყო და ეროვნული ჰიმნი შესრულდა

საქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო.

 

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა საქართველოს ჰიმნი და მრავალჟამიერი შეასრულა.

 

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია დაესწრნენ.

 

„პირველ რიგში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გახლავთ მნიშვნელოვანი თარიღი, დღეს ჩვენი წინაპრების მონაპოვარზე ვაშენებთ განვითარებულ დამოუკიდებელ ქვეყანას, ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანია. ამაყი ვარ, რომ ქუთაისი თავისი ისტორიული წარსულით ყოველთვის წარმოადგენდა ევროპული ცივილიზაციის უძველეს ნაწილს და ამ ქალაქში ყოველთვის იგრძნობოდა დამოუკიდებლობისა და განვითარებისთვის ურყევი ნების არსებობა“, – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

 

დავით ერემეიშვილის თქმით, 26 მაისი სიამაყის, თვითშეგნებისა და ღირსების დღეა.

 

„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს მოქალაქეებისთვის. წელს, სამწუხაროდ, მასობრივ ღონისძიებებს ვერ ვმართავთ, თუმცა შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, აღვნიშნოთ ეს ეროვნული მოვლენა ჩვენი ხალხისთვის. სახელმწიფო დროშის ფერებში სიმბოლურად გავანათეთ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა. 26 მაისი არის ჩვენი სიამაყის, თვითშეგნებისა და ღირსების დღე. ვულოცავ ყველას!“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

წაკითხვა 546 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.