"ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ" - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგნელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს შანსი აქვს, რომ პირველი ტურისტები ისრაელიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, საბერძნეთიდან და ავსტრიიდან მიიღოს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველო ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა და იმ ყველაფერს, რითაც მსოფლიომ საქართველო გაიცნო უნდა დაემატოს, რომ ჩვენ ეფექტურად ვმართავთ ინფექციას.

 

„კონკრეტული ქვეყნები საიდანაც ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, რომ პირველი ტურისტები მივიღოთ, ესაა ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ის რაც ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში შევძელით, ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში და ეს შედეგია ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ მთავრობაზე ხართ დამოკიდებული, ჩვენ რა რაოდენობით და კოვიდის თვალსაზრისით როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვათ ტურისტებს. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი. ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ ეს კრიზისი გამოვიყენით როგორც გამარჯვების, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატების შესაძლებლობა ქვეყნისთვის. უნდა გვახსოვდეს ვირუსი და ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ დავიზღვიოთ თავი და სტუმრებიც. არაფრის არ მოგერიდოთ, ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ,“-მიმართა გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.

წაკითხვა 655 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 05 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.