April 27, 2024

ახმეტაში ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია. 

შემთხვევა გვიან ღამით ქალაქის ცენტრში მოხდა.

 

ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი "ქართული ოცნების" ყოფილი მაჟორიტარი  ზვიადაური ამჟამად ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

ზურაბ ზვიადაურმა 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში ოქროს მედალი მოიგო. მოგვიანებით ის პოლიტიკაში წავიდა და 2012 წელს ქართული ოცნებიდან ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

 

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წაკითხვა 386 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 20 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.