April 26, 2024

კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმას გაერო დააფინანსებს

კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმას გაერო-ს განვითარების პროგრამა დააფინანსებს.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მოაწერეს.


UNDP-ის, შვეიცარიისა და ავსტრიის ხელშეწყობით, გომის მთის დასახლებისთვის შემუშავდება სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტი, რაც ადგილობრივ განვითარებას მეტად წაახალისებს.

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და გაეროს განვთარების ფონდის მიერ კარგი პროექტები განხორციელდა. შეიქმნა თანამშრომლობის დოკუმენტი,რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ამ ხელშეკრულების მიხედვით დაფინანსდება გომის მთის განაშენიანების პროექტი,რაც ხელს შეუწყობს სხვდასხვა ტურისტული ლოკაციების, საოჯახო სასტუმროების და ზოგადად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდას,“-განცხადა FiristNews.ge-თან საუბარში კონსტანტინე შარაშენიძემ.

 

ღონისძიებას, ასევე  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, შვეიცარიის საელჩოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

116885785 209303183837886 8095235942210100230 n

შეთანხმება კამპანიის #ჩაერთე_და_მართე, #მიეხმარე_შენს_მხარეს ფარგლებში შედგა. დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანია ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (ჲნდჵ) მიერ, ორი უმსხვილესი პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში, ფაზა 2“ (ფღლდ2) და „დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა“ (დგგ) ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (შდჩ), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ადჩ), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

 

წაკითხვა 428 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.