April 26, 2024

ქუთაისში COVID-19-ის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქუთაისში COVID19-ის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, ამ დროისათვის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. გუბერნატორის განცხადებით, შემთხვევები კვლავ სკოლის კლასტერს უკავშირდება. 

ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი თვითიზოლაციაშია, ხოლო ნაწილი ცხელების ცენტრშია მოთავსებული და მათი გადაყვანა შემდგომ კლინიკებში მოხდება.

"ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია კვლავ კონტროლს ექვემდებარება იმერეთში,"-განაცხადა გუბერნატორმა.


გუშინ იმერეთში ჯამში 1226 ტესტი ჩატარდა.

წაკითხვა 557 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 17 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.