April 26, 2024

ქუთაისში ბანკი გაძარცვეს

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესიდან" ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. 

 

წაღებულია სეიფი და ძვირფასი ნივთები. 

 

ამ დრომდე დაუდგენელი პირები მიკროსაფინსო ორგანიზაციის შენობაში მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფიდან მოხვდნენ. მათ სარდაფის ჭერი ამოჭრეს, რომელიც ბანკის იატაკია. 

 

სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ ადგილზე დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ თუმცა, იმის გამო, რომ ბანკის კარი და ფანჯარა ხელუხლებელი იყო, ისინი უკან დაბრუნდნენ. 

 

"ჩაირთო განგაშის სიგნალი საცავიდან, მივიდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ არ გახსნეს ობიექტი, რადგან საკეტები არ იყო დაზიანებული. სარდაფიდან არიან შესულები. საცავში დაცვის პოლიცია არ შესულა" - განაცხადა ორგანიზაციის იურისტმა. 

 

შსს-ში მომხდარს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. სამინისტროს ცნობით, დამნაშავეების დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

წაკითხვა 443 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.