May 20, 2024

"შეზღუდვების მიუხედავად, ქუთაისი საინტერესო ტურისტულ მიმართულებად რჩება"- ზვიად შალამბერიძე

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის შეფასებით, 6-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ავიარეისების განახლება, მნიშვნელოვანია.

"ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დღეს ქუთაისის აეროპორტმა რეგულარული ავიარეისების მიღება განაახლა - დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩამოფრინდა, მათგან 96 საერთაშორისო ვიზიტორია, რაც პანდემიის პირობებში ეკონომიკური მდგომარეობას გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

რეკომენდაციების სრული დაცვით საწყის ეტაპზე რეგულარული რეისები კვირაში ერთხელ განხორციელდება, მაგრამ მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საჰაერო სივრცე ეტაპობრივად გაიხსნას ისე, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული.

 

ჩვენ კორონავირუსის პანდემიამდე ვიღებდით უამრავ ვიზიტორს და შეზღუდვების მიუხედავად, ქუთაისი საინტერესო ტურისტულ მიმართულებად რჩება. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ როგორც ადგილობრივების, ასევე ჩვენი სტუმრების უსაფრთხოებისთვის", - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა.

წაკითხვა 433 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.