May 20, 2024

ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა

დღეს, ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ჩაიშალა.

როგორც ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა  განაცხადა, კორონავირუსი მე-3 კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა.

 

ცქიტიშვილის თქმით სკოლის შენობას დეზინფექცია უტარდება. რა დრომდე გაგრძელდება დისტანციური სწავლება 41-ე საჯარო სკოლაში ცნობილი დღის ბოლოს გახდება.

 

შეგახსენებთ, რომ Covid19-ის დაფიქსირების გამო სწავლების ონლაინ რეჟიმს უკვე დაუბრუნდა ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა.

წაკითხვა 1304 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.