May 20, 2024

"პედაგოგები ქმნით იმ საფუძველს, რაზეც შემდეგ წარმატებული და საამაყო ადამიანები იზრდებიან"- ზვიად შალამბერიძე 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

"ყველა პედაგოგს, განსაკუთრებით კი იმერეთის მასშტაბით მცხოვრებ მასწავლებლებს, ვულოცავ პროფესიულ დღეს. თქვენ ემსახურებით ძალიან საპასუხისმგებლო და ღირსეულ საქმეს, რასაც მომავალი თაობის კარგად აღზრდა ქვია, ძალისხმევას არ იშურებთ, რომ თითოეულ მათგანს გადასცეთ ცოდნა და პიროვნული ღირებულებები სწორად დაანახოთ. თქვენ ქმნით საფუძველს, რაზეც შემდეგ წარმატებული და საამაყო ადამიანები იზრდებიან და ყალიბდებიან. პედაგოგის საქმიანობა ისედაც რთულია და პანდემიამ ეს კიდევ უფრო გაართულა, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, თუმცა თქვენ ამ გამოწვევასაც წარმატებით გაართვით თავი და შეუფერხებლად აგრძელებთ საქმეს. გილოცავთ კიდევ ერთხელ, წარმატებებს და თქვენი გაწეული შრომის კიდევ უფრო მეტად დაფასებას გისურვებთ, როგორც თქვენივე აღზრდილებისგან, ასევე სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან, რადგან თქვენი ღვაწლი იმსახურებს ამას", - აღნიშნულია ზვიად შალამბერიძის მილოცვაში.

წაკითხვა 433 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.