May 19, 2024

ქუთაისში 5 სავაჭრო ცენტრი დაჯარიმდა

ქუთაისში 5 სავაჭრო ცენტრი დაჯარიმდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ინსპექტირების ჯგუფმა ჯარიმები უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო დაწერა. გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს.



"ქუთაისში, მონიტორინგის ფარგლებში, ინსპექტირების პროცესი გრძელდება. შევამოწმეთ სავაჭრო მოლები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. ადგილზე არ ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, არ ხდება ტემპერატურის სკრინინგი. სწორედ ამიტომ 5 სავაჭრო ობიექტი დავაჯარიმეთ. მონიტორინგი გრძელდება ბაზრების ტერიტორიაზეც. ჩვენ ვაძლევთ გაფრთხილებებს და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ,"-განაცხადა ბექა ფერაძემ.



დაჯარიმებულ ობიექტებს შორისაა სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი" და "უნივერმაღი".

სავაჭრო ცენტრებს 10 000 ლარიანი ჯარიმები დაუწერეს.

წაკითხვა 513 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.