May 19, 2024

ქუთაისში სხვადასხვა ობიექტების გეგმიური მონიტორინგი გრძელდება

იმერეთის მუნიციპალიტეტში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრძელებს.
 
სავაჭრო ცენტრების, აგრარული ბაზრებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემდეგ, საჯარო და კერძო სკოლები შემოწმდნენ.
 
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ქუთაისის პირველ საჯარო და შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლებში იმყოფებოდნენ.
 
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასწავლო დაწესებულებებისთვის დადგენილი რეგულაციებისა და ბავშვების ჯანმრთელობის დაცულობის უსაფრთხოება პირადად შეამოწმეს.
 
 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ისეთ გარემოში სწავლის შესაძლებლობა, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ეპიდემიის გავრცელების რისკი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამ მიზნით, ჩვენ პერიოდულად აუცილებლად განვახორციელებთ მონიტორინგს, როგორც სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
 
 
„ქალაქ ქუთაისში ვაგრძელებთ სხვადასხვა ობიექტების გეგმიურ მონიტორინგს, მათ შორის არის საგნმანათლებლო უწყებებიც. სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად პირადად გავეცანი სკოლებში არსებულ სიტუაციას, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას დადგენილი ყველა სტანდარტი დაკმაყოფილებულია. ეს ის სავალდებულო რეგულაციებია, რომელთა დაცვაც ჩვენი პატარების ჯანმრთელობისა და ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით აუცილებელია“. - განაცხადა ბექა ფერაძემ.
წაკითხვა 598 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.