May 2, 2024

მარტი 23 2022 წაკითხვა 291 ჯერ

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოქალაქე მოინახულა, რომელიც ძლიერმა ქარმა დააზიანა.

მარტი 23 2022 წაკითხვა 327 ჯერ

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მაგდა კოსტავა დღეს ჰუმანიტარული ფონდი, "სოხუმის" ხელმძღვანელს, ალა გამახარიას და ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მარტი 23 2022 წაკითხვა 272 ჯერ

ძლიერმა ქარმა ქუთაისში პრობლემები შექმნა. ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩაზე ასწლოვანი ხეებია მოგლეჯილი.

მარტი 22 2022 წაკითხვა 294 ჯერ

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს ინიციატივით დასუფთავების აქცია გაიმართა. პოლიეთილენის ნარჩენებისგან გაიწმინდა ზიად გამსახურდიას პირველი შესახვევი.

მარტი 21 2022 წაკითხვა 287 ჯერ

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შეხვდნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

მარტი 19 2022 წაკითხვა 416 ჯერ

ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პლატფორმის - „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“ - წარმომადგენლებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 17-18 მარტს განახორციელეს პროექტი: ზემო სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის ამაღლება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესებში“.

 

პლატფორმის წევრებმა შეხვედრები გამართეს დაბა მესტიისა და მესტიის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. ანალოგიური შეხვედრები გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

 

საინფორმაციო შეხვედრებზე პლატფორმის წარმომადგენლებმა განიხილეს ნატო-ს ისტორია და მისი დღევანდელი საქმიანობა, ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები. ასევე, მოეწყო დისკუსიები ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი სირთულეების, საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში მონაწილეობისა და რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული მითების შესახებ. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების წარმატებული რეალიზების პროცესში. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეს პროექტი.

 

პროექტის განხორციელებას მხარს უჭერდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და კვლევითი  ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP).

გვერდი 45 სულ 138
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.