April 27, 2024

"წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს"

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარში ღამისთევის მსახურება აღავლინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

პატრიარქმა დალოცა და გიორგობა მიულოცა მრევლს და სრულიად საქართველოს.

 

„წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“,-ბრძანა უწმინდესმა.

 

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

 

დილიდან, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო ატარებს.

წაკითხვა 464 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.