ზვიად შალამბერიძე პატრიარქს აღსაყდრების 43-ე წლისთავს ულოცავს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 43-ე წლისთავს ულოცავს.

როგორც ზვიად შალამბერიძე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში აღნიშნავს, პატრიარქის წინამძღოლობით ბევრი ადამიანი გამყარდა რწმენაში, მრავალი ეკლესია-მონასტერი აღდგა, ბევრს კი პატრიარქის სიტყვამ ცხოვრების აზრი და მიზანი მისცა.

 

„ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 43-ე წლისთავს, ვულოცავ მის სულიერ შვილებს, მთელ საქართველოს, რომელსაც მფარველობს უნეტარესი იმ „უღმერთო“, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან და რომელსაც აძლიერებს უკვე ამდენი წელია, საკუთარი სიმტკიცით, რწმენით, ლოცვით და მოთმინებით.

 

მრავალი ეკლესია-მონასტერი აღდგა და აშენდა მისი წინამძღოლობით ამ წლებში, ბევრი ადამიანი გამყარდა რწმენაში, ბევრს მისცა პატრიარქის სიტყვამ ცხოვრების აზრი და მიზანი, ბევრი რთული პერიოდი გავიარეთ მისი იმედით. კიდევ მრავალი წელი არ მოშლოდეს საქართველოს მისი ლოცვა-კურთხევა, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ პატრიარქს ჩვენ საიმედოდ“, - აღნიშნულია სახელმწიფო რწმუნებულის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში.

 

ცნობისთვის, 25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა.

წაკითხვა 465 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.