გიორგი გახარია პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

 „სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.

განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი პატრიარქის წვლილი ჩვენი ეკლესიების აღდგენასა და ერის განათლებაში.

ახლაც, როცა მთელი მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა ჩვენ, მთელ საქართველოს გვაძლევს განსაკუთრებულ ძალას, ერთმანეთზე ზრუნვით გადავლახოთ უდიდესი განსაცდელი.

ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას“,- აღნიშნულია გიორგი გახარიას ფეისბუქზე გავრცელებულ მილოცვაში.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დღეს 88 წელი შეუსრულდა.

 

წაკითხვა 557 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.