,,პატრიარქის ანდერძი და მეორე, ახალი მოსაყდრე" - რას წერს თეოლოგი

,,პატრიარქის ანდერძი და მეორე, ახალი მოსაყდრე", - ამ სათაურით აქვეყნებს თეოლოგი ზვიად ცაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს.

 

როგორც თეოლოგი წერს, ანდერძში მეუფე შიოს ნაცვლად, მოსაყდრედ შესაძლოა, სულ სხვა მღვდელმთავარი იყოს დასახელებული და აღნიშნულს რამდენიმე მიზეზით ხსნის. 

 

თეოლოგის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

''სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.'' 

(საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება

(მიღებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ 1995 წლის 18-19 სექტემბერს.

მცხეთა, სვეტიცხოველი) თავი IV, §6,7)

 

როგორც ვიცით, 2017 წლის წლის 23 ნოემბერს ყველასათვის მოულოდნელად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დადგენილ იქნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ამ ფაქტს წინ უძღოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმღვანელის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი)ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში. 

 

საზოგადოებაში გაჩნდა საფუძვლიანი და ლეგიტიმური ეჭვი, რომ სწორედ მისი იძულებთ მოხდა მოსაყდრის გამორჩევა. ეს თავის მხრივ იმაზე მეტყველებს, რომ მიტროპოლიტი შიო, მიუხედავად იმისა, რომ ის პატრიარქმა (უკანონოდ) მოსაყდრედ დაადგინა, სულაც არ გახლავთ კათალიკოსის რჩეული.

 

ამ მოსაზრებას ამყარებს ორი თვალში საცემი არგუმენტი:

 

1. ლოგიკური იქნებოდა, რომ მოსაყდრის დადგინების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი გადამდგარიყო და თავისივე სიცოცხლეში ურუნველეყო მოსაყდრის პატრიარქად არჩევა, რაც ილია II -მ არ გააკეთა.

 

2. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე (2018) მიტროპოლიტ შიოს სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფელბა მიეცა, ჩვენ თითქმის ვერსად ვნახავთ საჯარო ქაადგებას ან სატელევიზიო გამოსვლას, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი თავის მოსაყდრეს აქებს და ამით საზოგადოებაში მისი ავტორიტეტის გაზრდას ცდილობს, რაც ბუნებრივი იქნებოდა, თუკი მოსაყდრე მართლაცდა პატრიარქის საყვარელი ეპისკოპოსია.

 

ეს არგუმენტებიც იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ დადგენა რუსეთის ეკლესიის იძულებით ( დაშინებით, მუქარით, კომპრმატებით) განხორციელდა.

 

მოსაყდრის დადგინებით საზოგადოებაში თითქოს გაჩნდა იმის განცდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძს, სადაც მოსაყდრის ვინაობა უნდა ყოფილიყო, მნიშვნელობა აღარ აქვს. თუმცა, გვავიწყდება, რომ პატრიარქისთვის ანდერძის დატოვების უფლება არავის წაურთმევია ( პატრიარქობისას შეძენილი ქონება ანდერძით ვინმეს უნდა გადაეცეს, ამიტომ ანდერძი აუცილებლად იქნება) და არ იქნება მოულოდნელი, თუ მისი (პატრიარქის) გარდაცვალების შემდეგ მისსავე ანდერძში აღმოჩნდება ახალი ბრძანება, ბრძანება მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრეობიდან გადაყენების ( რადგან მისი დანიშვნა იძულებით მოხდა) და ახალი მოსაყდრის დანიშვნის შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გაფართოებული კრების მოწვევა და საპატრიარქო არჩვენების წარმართვა.

 

ასე, რომ მიტროპოლიტ შიოს ტყუილად აქვს იმედი, რომ მოსაყდრეობა პატრიარქობისკენ გზას გაუკვალავს, პირიქით, შესაძლოა ეს მისი იმედგაცრუების დიდი მიზეზი აღმოჩნდეს", - წერს თეოლოგი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 458 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.