"ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

„გუშინ ლუგარის ლაბორატორიამ ტესტირება ჩაატარა საპატრიარქოში. ეს არ არის პირველი ტესტირება. ზოგადად, სწრაფი ტესტები კეთდება ყოველ სამ დღეში ერთხელ და „პისიარ“ ტესტი პერიოდულად კეთდება, პირველი არ არის.

ინტერესი ალბათ იმიტომ არის, რომ გამოვლინდა მდივან-რეფერენტის კოვიდინფიცირება. ყველა ტესტზე პასუხი არის უარყოფითი, მათ შორის უწმინდესი და უნეტარესის პასუხიც არის უარყოფითი. ასე რომ, ყველანი ჯანმრთელად არიან, იზოლაციაში არის მხოლოდ ქალბატონი შორენა.

ზოგადად, ვინც საპატრიარქოში ცხოვრობს, თუ მუშაობს, ყველას ჩაუტარდა ტესტირება“,- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

წაკითხვა 455 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.