გელათის რეაბილიტაციის საკითხს განათლების კომიტეტი გასვლით სხდომაზე ქუთაისში განიხილავს

განათლების კომიტეტის გასვლითი სხდომა დღეს ქუთაისში გაიმართება, სადაც გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე იქნება საუბარი.

მხარეები სახურავის დამონტაჟების დროს მომხდარი ხარვეზების მიზეზებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რამაც წვიმის დროს ფრესკების დაზიანება გამოიწვია. კომიტეტზე ასევე ისაუბრებენ კომისიის შექმნაზე, რომელიც დაზიანებებს შეისწავლის.

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს კომიტეტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან.

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ კომისია არსებულ სიტუაციას დეტალურად შეისწავლის და ხარვეზების გამოსწორებას სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია სწორედ ამ კვლევის საფუძველზე დაიწყებს.

წაკითხვა 407 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.