დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია, თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს - მეუფე იაკობი გახარიაზე

"ჩემთვის არა", - ასე პაუხობს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი, ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, რამდენად მოიაზრება ყოფილ პრემიერი, გიორგი გახარია მესამე ძალად. 

როგორც მეუფე იაკობი ამბობს, გახარია "დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია" და არჩევნებში მხოლოდ 3-4%-ის აღებას შეძლებს. 

 

"ჩემთვის არა, იცით ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ. ჩემთვის გახარია მესამე ძალად არ მოიაზრება. მითხარით, რა გააკეთა დადებითი? თქვენს ტელევიზიაზე (მთავარი არხი) ვიტყვი და "TV პირველზე", როდესაც მასზე რაღაც ვთქვი მე შემომიტიეთ. ვისკენ ხართ? რა ვთქვი ისეთი? ტყული ვთქვი რამე? არ ვიცი [გახარიას] თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს. რამდენ პროცენტს აიღებს? შეიძლება "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" კონკურენტი გახდეს 3-4%-ის ფარგლებში. რა თქმა უნდა, დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია", - თქვა მეუფე იაკობმა.

წაკითხვა 427 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.