"უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი" - რას გეგმავს საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე შენობა აშენდება, სადაც ბავშვები გადანაწილდებიან. 

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად, პროცესი უკვე დაწყებულია.

 

"გარკვეულმა ვნებათაღელვამ, კარჩაკეტილობამ გამოიწვია ის რომ, ეს საკითხი მძაფრად დადგა. გუშინდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა, რომ უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი და ვგეგმავთ, რომ ნინოწმინდის პანსიონის ტერიტორიაზე ეს პროექტი განხორციელდეს. რამდენიმე მცირე ზომის პანსიონში გადანაწილდებიან ბავშვები და საპატრიარქოს ზედამხედველობის ქვეშ შეძლებენ ამ პანსიონით სარგებლობას", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ "ქრონიკის" ეთერში.

 

მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ნინოწმინდის პანსიონში ვითარება განიმუხტოს.

 

"იქ სოციალური მუშაკები დღემდე მუშაობენ და ბავშვები მათი დაკვირვების ქვეშ არიან. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც განაცხადა, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს", - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

წაკითხვა 385 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.